ახალი ამბები

“კი ევროპას! არა რუსულ კანონს!” – გორის ციხესთან აქცია გაიმართება

8 მაისს, გორის ციხის მიმდებარედ, ქართველ მებრძოლ გმირთა მემორიალთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად მოქალაქეები შეიკრიბებიან და აქციას გამართავენ.

კი ევროპას! არა რუსულ კანონს! – აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ხელისუფლებას უკან გაიწვიოს კანონპროექტი.

“ყველა საერთაშორისო პარტნიორის ევროკავშირის, ნატოს, გაეროს, ევროსაბჭოსა და მეგობარი ქვეყნის განცხადებით, რუსული კანონი გვაშორებს ევროკავშირს. რუსული კანონის განხილვა და მიღება ანტიკონსტიტუციური ნაბიჯია, რომელიც ყველა მოქალაქეს ეხება, კლავს ქართულ დემოკრატიას და რუსეთთან პირისპირ გვტოვებს. არასოდეს ვიცხოვრებთ პუტინის წესებით. რუსული კანონი არასოდეს იქნება ქართველი ხალხის არჩევანი”, – აცხადებენ ორგანიზატორები.

აქცია 19:00 საათზე დაიწყება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.