ახალი ამბები

გორის მერიასთან თანამშრომლობა მრჩეველთა საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა შეაჩერა

მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრმა თაკო თინიკაშვილმა გორის მერიასთან და სამთავრობო სტრუქტურებთან თანამშრომლობა შეაჩერა.

თინიკაშვილი საბჭოში ახალგაზრულ საკითხებზე მუშაობს, მისი თქმით კანონპროექტი ახალგაზრდების მომავალს ანადგურებს და მის გაწვევამდე მერიასთან თანამშრომლობას წყვეტს.

“მე როგორც მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი ახალგაზრდულ საკითხებში , ვაჩერებ ყოველგვარ თანამშრომლობას მერიასთან და სამთავრობო სტრუქტურებთან იქამდე, სანამ რუსული გავლენის აგენტების კანონი არ იქნება გაწვეული. ახალგაზრდების მისწრაფებას და მომავალს ამ კანონით ვანადგურებთ. ეს არ არის არც ჩვენი და არც ახალგაზრდების არჩევანი. თავისუფლება არის ჩვენი უფლება”, – აცხადებს თაკო თინიკაშვილი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.