ახალი ამბები

ოკუპანტებმა სოფელ დისევის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ დისევის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს – ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.

“აღნინული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს”, – აცხადებს სუსი.

უწყების ცნობით, ამ დოისთვის ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას.

დატოვეთ კომენტარი