ახალი ამბები

ხაშურელი ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე 2024 წლის ოლიმპიადაზე ვერ იასპარეზებს

ხაშურელი ლუკა მაისურაძე 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობას ვერ მიიღებს. 

ინფორმაცია 26 წლის ძიუდოისტმა დაადასტურა. მისივე თქმით, ამის მიზეზი დოპინგ-კონტროლთან დაკავშირებული პასუხებია.

“არ ვიცი რატომ არ ვმონაწილეობ ოლიმპიურ თამაშებში. მიზეზია ის, რომ ერთი წლის წინ აღებულ დოპინგ – ტესტში ვითომ იყო ნივთიერება ოსტარინი, რაღაც დანამატებთან ერთად, ეს მითხრეს. ბევრი ვიბრძოლე, ადვოკატიც ავიყვანე, მაგრამ ვერაფერი ეშველა”, – ამბობს მაისურაძრე.

ინფორმაციისთვის, ლუკა მაისურაძე 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, მან ბოლოს  2023 წლის დეკემბერში ტოკიოს გრანდ სლემზე იჭიდავა.

2024 წლის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური  გახსნაც 26 ივლისს არის დაგეგმილი, თამაშები გასტანს 15 დღეს. 

დატოვეთ კომენტარი