მე-11 სკოლის მოსწავლეებმა გორელ მეეზოვებთან ერთად ქალაქი დაასუფთავეს.
პედაგოგის ლიზა ყაზიშვილის თქმით, ახალგაზრდები მეეზოვეებს ცხელი ყავითაც გაუმასპინძლდნენ.
“მოსწავლეებმა დილის შვიდ საათზე მეეზოვეებს ყავა მიართვეს, ცოცხები გამოართვეს და ჭავჭავაძის ქუჩა თავად დაასუფთავეს”, ამბობს ყაზიშვილი.
ყაზიშვილი აღნიშნავს, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს გარემოზე ზრუნვის მეტ პასუხისმგებლობას გაუჩენს.
“მიზანი იყო მოსწავლეებს თავად ენახათ თუ რა შრომას ეწევიან მეეზოვეები ყოველ დღე ქუჩების დასასუფთავებლად, როგორ აგროვებენ ქუჩაში დაყრილ ნარჩენებს. გამოსცადეს რამდენად რთულია თამბაქოს ნამწვისგან გაზონების გასუფთავება და ხეების გათავისუფლება პოლიეთოლენის პარკებისგან. მოსწავლეებმა სრულად გაიზიარეს თუ რა მნიშვნელობა აქვს სუფთა გარემოსთვის თითოეული მოქალაქის ქცევას”.