აგარა-გომის გზაზე მომხდარ ავარიას 16 წლის გოგო ემსხვერპლა.
გარდაცვლილი სურამის პირველი საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე იყო.
“მოზაიკას” ინფორმაციით, დაშავდა ძმაც, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტომ გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია .
დატოვეთ კომენტარი