გორის მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლაში დირექტორთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა.
ინფორმაციას ამის შესახებ ელექტრონული რესურსების პორტალი ავრცელებს. მათი განმარტებით კანდიდატმა რეგისტრაცია 29 თებერვლის ჩათვლით უნდა გაიაროს.
ისინი ვინც ფლობენ დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელ მოქმედ სერტიფიკატს, კონკურსს გასაუბრების ეტაპიდან შეუერთდებიან.
“პირები, რომლებიც ფლობენ საჯარო სკოლის დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელ მოქმედ სერტიფიკატს, კონკურსს შეუერთდებიან გასაუბრების ეტაპიდან. თუმცა 2024 წლის 19 თებერვლიდან 29 თებერვლის ჩათვლით, მათ უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია რა დროსაც უნდა შეარჩიონ არაუმეტეს 3 საჯარო სკოლა, სადაც სურთ დასაქმება”, – წერია დოკუმენტში.
კონკურსში მონაწულეობა ასევე შეეძლებათ კანდიდატებს, რომლებიც დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელ სერტიფიკატს არ ფლობენ, ამისათვის მათ კანონმდებლობით მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ.
“იმ პირებმა, რომლებიც არ ფლობენ საჯარო სკოლის დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელ მოქმედ სერტიფიკატს, 2024 წლის 19 თებერვლიდან 29 თებერვლის ჩათვლით, უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია წარმოადგინონ კანონმდებლობით მოთხოვნილი დოკუმენტაცია და შეარჩიონ არაუმეტეს 3 საჯარო სკოლა, სადაც სურთ დასაქმებ”.
იხილეთ სკოლების ჩამონათვალი:
საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსის ტესტირების საგამოცდო პროგრამა ითვალისწინებს საკანონმდებლო ბაზასა და პროფესიულ უნარებს. ტესტირების წარმატებით გავლისათვის დირექტორობის კანდიდატმა უნდა გადალახოს ტესტირებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, რაც შეადგენს ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60%-ს (48 ქულა).