ახალი ამბები

გორთან მამაკაცს მატარებელი დაეჯახა – ის ადგილზე გარდაიცვალა

გორთან მამაკაცს მატარებელი დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა. 

“თბილისი-ფოთის მატარებელი იყო. მამაკაცს ხიდისთავთან დაეჯახა. გარდაცვლილი 34 წლისაა“, – უთხრეს “მოზაიკას”.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.