გორში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერები შეგროვდა.
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება.
“მოვუწოდებთ სალომე ზურაბიშვილს დროულად იქნეს გადაწყვეტილება მიღებული. მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი. ის სჭირდება ჩვენს სამშობლოს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რათა მათი ცხოვრება იყოს უკეთესი და წარმატებული”, – აღნიშნა ბასიშვილმა.
აღნიშნული კამპანია მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.
დატოვეთ კომენტარი