გორში არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალი თაობის” ორგანიზებით, ინტელექტუალური თამაში “შმეტალონი” გაიმართა.
“აქტივობა მიზნად ისახავდა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების განვითარებას და წახალისებას,ინტელექტუალურ საგანმანათლებლო თამაშის მეშვეობით.„შმეტალონი“ ორგანიზაციის საავტორო პროექტია,რომლის დაპატენტებასაც ვაპირებთ, თუმცა ყველა ორგანიზაციას ვაძლევთ მისი გამოყენების უფლებას“, – ინფორმაციას “ახალი თაობა” ავრცელებს.
“ახალი თაობა” მეგობარ ორგანიზაციებს იწვევს თანამშრომლობისთვის, შემდეგში „შმეტალონის“ გრანდიოზული ტურნირის ჩასატარებლად საქართველოს მასშტაბით. აღნიშნულ თამაშში 5 ჯგუფი იღებდა მონაწილეობას. მათ სასკოლო პროგრამიდან შერჩეულ 40 კითხვას უპასუხეს.
მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.
პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).