სტატიები

რატომ არ მიდიან ქალები სოფლის კრებებზე? – რა და რატომ უნდა შეიცვალოს

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში შეხვედრები დასრულდა. გორის მერიის ინფორმაციით, 100-ზე მეტი სოფლის კრება ჩატარდა, რომელსაც უწყების მიერ გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, ამ წელსაც ძირითადად კაცები ესწრებოდნენ. სად არიან ქალები? რატომ არ ისმის მათი ხმა სოფლის კრებებზე? ვინ და როგორ უნდა უზრუნველყოს ქალთა ჩართულობა?

| “რატომღაც ვერასდროს ვერ ვიგებ, როდისაა სოფლის კრება”

Მაია მერებაშვილი ბერშუეთში მცხოვრები ერთ-ერთი გამორჩეულად აქტიური ქალია. თავადვე ამბობს, რომ ყოველთვის აქვს მზაობა, რომ სხვადასხვა აქტივობებში ჩაერთოს და საკუთარ სოფელში ვითარება უკეთესობისკენ შეცვალოს. თუმცა ინტერესის და მოწადინების მიუხედავად, ამ დრომდე ვერც ერთ სოფლის კრებას ვერ დაესწრო, რადგან როგორც გვითხრა, შეხვედრის შესახებ ყოველთვის დაგვიანებით იგებს. 

ერთ-ერთი ვარ, ვისაც ამ სოფელზე გული შესტკივა და იცის, რა საჭიროებები აქვს, მაგრამ რატომღაც ვერასდროს ვერ ვიგებ, როდისაა სოფლის კრებები და რანირად გავიდა ისეთი საკითხი, რომელიც ამ ეტაპისთვის პრიორიტეტული არაა. რად გვინდა ტრენაჟორი, როდესაც გზა არ გვაქვს და ამის გამო გაღმა სოფელში ტრანსპორტი არ დადის. უკვე წლებია, ამ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ფული ისე იხარჯება, რომ სოფელში რეალური პრობლემები არ გვარდება”, – გვითხრა მაია მერებაშვილმა. 

| “ქალები აღარ დადიან სოფლის კრებებზე, რადგან მათ არავინ უსმენს”

უკვე წლებია, სოფლის კრებებზე სიარული შეწყვიტა მარიამ ბუჩუკურმა. ის ტირძნისში ცხოვრობს და წლების განმავლობაში, სოფლის კრებებზე არათუ თავად დადიოდა, არამედ თანასოფლელი ქალებიც დაყავდა. ერთ წელს, სოფელში დაგეგმილი კრების შესახებ საინფორმაციო ბროშორებიც გაავრცელა და ქალებს აქტიურად მონაწილეობისკენ მოუწოდა. 

ადრე რომ არ დადიოდნენ კრებებზე, ვბრაზდებოდი. რწმუნებულს ვეუბნებოდი, გავეფრთილებინე, რომ ამომებეჭდა საინფორმაციო ბუკლეტი და გამევრცელებინა მოსახლეობაში. როგორც კი ამას მივაღწიე და ქალები გამოვიდნენ, ახლა ის პრობლემა დადგა, რომ მათ არავინ უსმენს”, – გვითხრა მარიამმა. 

Მისი დაკვირვებით, სოფლის კრებები ადგილობრივების საჭიროებების გამოსავლენად არ ტარდება და ამ შეხვედრების ჩატარებამდე უკვე გადაწყვეტილია, გამოყოფილი თანხა რაში და როგორ უნდა დაიხარჯოს. Მარიამი ამბობს, რომ სწორედ ეს ქმნის უიმედო სიტუაციას და ქალებს ჩართულობის სურვილს უკარგავს. 

“წინასწარ აქვთ დირექტივები, რას უნდა დაუჭიროს მხარი უმრავლესობამ. ძირითადად ისეთ ხალხს აყენებენ საქმის კურსში, ვინც მათი ამომრჩეველია და შესაბამისად, იმათი აზრი გადის. აღარც მე აღარ დავდივარ, ეს სოფლის კრება აღარაფერს არ ნიშნავს, შედეგი მაინც არ არის, ჯანსაღი აზრი აქ არ გადის და დაპირისპირებებს უკვე ვერიდები”, – გვითხრა მარიამმა. 

| “სოფლის კრებები დიდწილად მერის წარმომადგენლების მეგობრების და ახლობლების შეკრებაა”

მერის რწმუნებულები ძირითადად არიან კაცები, შესაბამისად, სოფლის საერთო კრებებს ესწრებიან კაცები, ძმაკაცობით, მეგობრობით, ნაცნობობით”, – გვითხრა თეა თედლიაშვილმა, რომელიც “სამართლიანი არჩევნების” სახელით, წლების განმავლობაში მუშაობდა გორის სოფლებში. 

თედლიაშვილის თქმით, კრებებში მონაწილეობის სურვილი ქალების უმრავლეობას აღარ აქვს. 

“ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მათი მონაწილეობით არაფერი შეიცვლება. ამიტომ კრებებს ქალები პრაქტიკულად არ ესწრებიან და ყურადღების და რეაგირების მიღმა რჩება მათი საჭიროებები. არადა, სოფლად მცხოვრებ ქალებს უამრავი საჭიროება აქვთ მოსაგვარებელი. დღეს უამრავ სოფელს აქვს წყლის, ამბულატორიის, საბავშვო ბაღის პრობლემა, რაც რეალურად ქალებს აწვებათ მხრებზე”.

ამავე თემაზე: გორის სოფლებში მცხოვრები ქალების 50% თავს ღარიბად თვლის – ქალების პრობლემები გორის მუნიციპალიტეტში

იურისტი ფიქრობს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში  ქალების ჩართულობის უზრუნველყოფა ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს. 

“ამ ეტაპზე, კრებებზე დაცული არ არის გენდერულ ბალანსი. კარგი იქნება ამ კუთხით ცვლილებები, რათა ეს პროგრამა მოსახლეობის რეალური პრობლემების მოგვარებისკენ იყოს მიმართული და რეალურად მოიტანოს ის სარგებელი, რაც ადამიანების ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს“.

| “სოფლის კრების ჩატარების წესი უნდა დაიხვეწოს და მოსახლეობის ინტერესებზე ორიენტირებული გახდეს”

Სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, თითოეული სოფლისთვის წლიურად 10 000-დან 20 000 ლარამდე თანხა გამოიყოფა. Პროგრამის მიზნიდან გამომდინარე, ეს თანხა ადგილობრივებისთვის პრიორიტეტული საკითხების გადაწყვეტას უნდა მოხმარდეს. Სწორედ ამ საკითხების იდენტიცირებისთვის უნდა ტარდებოდეს კრებები, სადაც ადგილობრივები ერთობლივად გადაწყვეტენ, რომელი პრობლემის მოგვარება სურთ მათი სოფლისთვის გამოყოფილი თანხით. 

თუმცა Წლების განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკით ჩატარებული კრებების გამო, მოსახლეობაში მთლიანად პროგრამის მიმართ ნდობა შემცირდა. Შესაბამისად, თანხა, რომელიც სოფლად მცხოვრები ადამიანების პრობლემებს უნდა აგვარებდეს, წლიდან წლამდე ერთი და იგივე პროექტების განხორციელებას ხმარდება. 

Საია-ს გორის ოფისის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ვითარების შეცვლის საუკეთესო გზა სოფლის კრების ჩატარების ისეთი წესის შემუშავებაა, რომელიც მოქალაქეთა საჭიროებების იდენტიფიცირებისკენ იქნება მიმართული. 

როცა კრებაზე დამსწრეთა უმრავლესობა მამაკაცია, ძალთა ბალანსი ფიზიკურად ვეღარ იქნება თანაბრად განაწილებული. გარდა ამისა, პრობლემაა ისიც, რომ ხშირად შეხვედრაზე დამსწრე ქალები საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებული ან “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ადამიანები არიან და არა, რიგითი მოქალაქეები, ვინც კრებაზე საკუთარი პრობლემის დასაყენებლად მიდის. ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს და კრების ჩატარების ახალი სტანდარტი დაინერგოს”, – ამბობს ქეთი ბებიაშვილი. 

სამოქალაქო სექტორის აზრით, კრების ჩატარების წესმა უნდა უზრუნველყოს:

  • Შეხვედრების შესახებ ინფორმაციის მაქსიმალურად გავრცელება;
  • Შეხვედრებში ქალების და კაცების თანაბარი ჩართულობა;
  • Შეხვედრებში ახალგაზრდების ჩართულობა;
  • Შეხვედრების მონაწილეთა საჭიროებების შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება; 
  • Შეხვედრების შედეგების მაქსიმალური საჯაროობა;

მასალა მომზადდა პროექტის “ქალები საერთო მიზნისთვის” ფარგლებში. პროექტს “მოზაიკა” ახორციელებს “ქალთა ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.