ახალი ამბები

გორში ინტელექტუალური თამაში “ეტალონი” გაიმართება

20 თებერვალს გორში ინტელექტუალური თამაში “ეტალონი” გაიმართება. 

ახალგაზრდული ცენტრი “ახალი თაობა”ყოველთვის ცდილობს გორში და გორის რაიონში მცხოვრები ახალგაზრდების გააქტიურებას. ამჯერად მათ ინტელექტუალურ შეჯებზე ვიწვევთ, რომელიც 20 თებერვალს გაიმართება“, – აცხადებენ “ახალ თაობაში”,. 

ორგანიზატორების  ცნობით, თამაშში მონაწილეობას 3 წევრისგან დაკომპლექტებული 6 გუნდი მიიღებს. 

მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ონლაინ

“ეტალონი” 20 თებერვალს გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 16:30 საათზე დაიწყება. 


მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

დატოვეთ კომენტარი