ახალი ამბები

გორელი ახალგაზრდები კერამიკაზე მუშაობას უფასოდ შეძლებენ

გორში გიორგი ტატულაშვილის კერამიკის შემსწავლელ სკოლაში ახალგაზრდები კერამიკაზე მუშაობას უფასოდ შეძლებენ.

პროგრამა ხორციელდება დეკემბრის თვის ჩათვლით, სადაც სწავლის საშუალება ექნებათ სკოლის მოსწავლეებს, რომელთა ასაკი 10 წელს აღემატება. პროექტის ფარგლებში, 8 ახალგაზრდას მიეცემა საშუალება, რომ კერამიკის კურსები უფასოდ გაიარონ“, – გვითხრა გიორგი ტატულაშვილმა. 

მისივე თქმით, პროექტის მიზანი ახალგაზრებში ისტორიული და ტრადიციული კერამიკის მიმართ ინტერესის გაზრდაა. 

“პროექტის მიზანია, ახალგაზრდა თაობა გაეცნოს ქართული კერამიკის ხელოვნებას, შეისწავლოს მისი დამზადების ტექნიკა და ისტორია, რაც ხელს შეუწყობს ისტორიული და ტრადიციული კერამიკის განვითარებას და საშუალებას მოგვცემს ეს უნიკალური მიმართულება არ მიეცეს დავიწყებას.”

მოსწავლეები კერამიკის წარმოებას ტრადიციული მეთოდებით ტატულაშვილის საგვარეულო სახელოსნო-მუზეუმში არსებულ სკოლაში შეისწავლიან. ხელობის დაუფლებასთან ერთად, მოსწავლეებს საშუალება ექნებათ საკუთარი ნამუშევრები წარადგინონ სხვადასხვა გამოფენებზე და კონკურსებზე.

ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.


მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი