გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ჩოგბურთის კორტების რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადა.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, უწყებამ სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 966 590 ლარი გაითვალისწინა.
სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღეში უნდა დაასრულოს.
მერიის განმარტებით, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნული სპორტული ობიექტი სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.
დატოვეთ კომენტარი