ახალი ამბები

პატარა გარეჯვრის სკოლა სამეწარმეო კლუბს ქმნის 

პატარა გარეჯვრის სკოლა სამეწარმეო კლუბს ქმნის. იდეას სკოლის თვითმმართველობა გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს მცირე გრანტით ახორციელებს. როგორც სკოლის დირექტორი ამბობს, სამეწარმეო კლუბის მიზანი მოსწავლეებში სამეწარმეო უნარების განვითარება და დამატებითი რესურსების მოზიდვა იქნება. 

თვითმმართველობის გადაწყვეტილებით ეს თანხა სამეწარმეო  კლუბის ჩამოყალიბებას და ისეთი საქმის წამოწყებას მოხმარდება, რომელში ინვესტირებაც დამატებით რესურსებს მოუტანს სკოლას. მოსწავლეებს საშუალება ექნებათ გამოიმუშაონ უმნიშვნელოვანესი უნარ-ჩვევები კეთებით, საკუთარი საწარმოების დაარსებით და ნამდვილი მეწარმეობის გამოცდილებით“, – გვითხრა სუზი ბერიძემ. 

სამეწარმეო საქმიანობის დაწყებამდე, სკოლა უმასპინძლებს გამოცდილ მეწარმეებს, რომლებიც მოსწავლეებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ და პრაქტიკულ რჩევებს მისცემენ. 

“პირველი სტუმარი დღეს იყო სკოლაში. სოციალური მეწარმემ, მარი ბენდელიანმა პრაქტიკულ რჩევები გაუზიარა ჩვენს მოსწავლეებს, რა თქმა უნდა, მოხალისეობრივად. ახლა მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვადასხვა მეწარმესთანაც და მთელი ამ პროცესით, მოსწავლეებში არაფორმალური განათლებაც ძლიერდება”. 

სკოლის დირექტორი ფიქრობს, რომ სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა სკოლის თვითმმართველობას დამატებით რესურსებს გაუჩენს და შესაბამისად, უფრო მეტი იდეის განხორციელების საშუალებას მისცემს. 

“სკოლაში დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას განსაკუთრებით უწყობს ხელს   რეალურად მოქმედი თვითმმართველობა. ყველაზე რთული თვითმმართველობისთვის რესურსების მობილიზებაა, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის მხარდაჭერით, ახლად დაარსებული კლუბი გაძლიერდება და თვითმმართველობასაც გააძლიერებს”. 


მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

დატოვეთ კომენტარი