გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრი 2022 წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს მედლებს გადასცემს. რესურსცენტრის ხელმძღვანელის ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, დაჯილდოება 3 თებერვალს, 14:00 საათზე მოხდება.
“გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში 2022 წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ ოქროს და ვერცხლის მედლები. სულ 339 მედალოსანია, აქედან 294 ოქრო, 45 კი, ვერცხლი”, – აცხადებს ნანა ტერმაკოზაშვილი.
განათლების სამინისტროს განმარტებით, ოქროს მედალი გაიცემა იმ მოსწავლეზე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 10 დამრგვალების გარეშე, ხოლო ვერცხლი იმ მოსწავლეზე, რომლის საერთო ქულა არის 9.8 ან მეტი.
დატოვეთ კომენტარი