ახალი ამბები

გორის მერია 49 წლის ასხვისებს მიწას – უწყებამ აუქციონი გამოაცხადა

გორის მუნიციპალიტეტის მერია აღნაგობის უფლებით – 49 წლის ვადით ასხვისებს ტერიტორიას გურამიშვილის ქუჩაზე N1-ს მიმდებარედ.

თავდაპირველად, მერიამ გასხვისების ნებართვისთვის საკრებულოს მიმართა, რის შემდეგაც უწყებამ ელექტრონული აუქციონების პორტალზე გამოაქვეყნა შესაბამისი განცხადება.

“აუქციონის პირობად განისაზღვროს შემდეგი: მიწის ნაკვეთზე 2 წლის ვადაში აშენდეს და დაიწყოს ფუნქციონირება: ბოულინგის დარბაზმა, მინი კინოთეატრმა, ბავშვთა დახურულმა გასართობმა ცენტრმა და საკონფერენციო დარბაზმა”, – ვკითხულობთ აუქციონის პირობებში.

საწყისი თანხა 17 160 ლარია. ტერიტორია, რომელსაც მერია 49 წლის ვადით ასხვისებს, მდებარეობს სასტუმრო “გორი ინნ”-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, კონკრეტულად რესტორან “ცირკის” გვერდით. 

დატოვეთ კომენტარი