ახალი ამბები

ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი უსაფრთხო გარემოშია – 16 წლის ბიჭთან ფსიქოლოგი მუშაობს

სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი უსაფრთხო გარემოშია – 16 წლის ბიჭთან სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი მუშაობენ. ინფორმაციას სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მომართვის საფუძველზე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მყისიერად ჩაერთო აღნიშნული საქმის შესწავლის პროცესში და განახორციელა შესაბამისი  მოქმედებები, მათ შორის საპროცესო წარმომადგენლობა. არასრულწლოვანი იმყოფება უსაფრთხო გარემოში და მასთან მუშაობს სააგენტოს სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი. გამოკვეთილი საჭიროებების შესაბამისად გაგრძელდება შემდგომი ღონისძიებები არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებისა და უფლებების დაცვის გათვლისწინებით”, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

ხაშურში არასწულწლოვანი ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით 51 წლის კაცია დაკავებული. პროკურატურა ბრალს ოფიციალურად დღის ბოლომდე წარუდგენს, რის შემდეგაც, აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელებს სასამართლო.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.