ახალი ამბები

“ERASMUS+”-ის გაცვლითი პროგრამა გორელი ახალგაზრდებისთვის 

“ERASMUS+”-ის გაცვლითი პროგრამით, გორელ ახალგაზრდებს ამჯერად პოლონეთში დაგეგმილ სხვადასხვა სახის შემეცნებით აქტივობებში ჩაერთვებიან. მსურველებს აპლიკაციის შევსება 26 იანვრამდე შეუძლიათ. 

როგორც “მოზაიკას” გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოში უთხრეს, პოლონეთის ქალაქ ტრჩინსკოში გორიდან 4 ახალგაზრდა გაემგზავრება. 

“პროექტი 23 თებერვალი -3 მარტის პერიოდშია დაგეგმილი. მონაწილოებისთვის მთავარი მოთხოვნებია, რომ მონაწილე იყოს 18- დან 30 წლამდე ასაკის, იცოდეს ინგლისური და იყოს მოტივირებული“, – გვითხრეს სააგენტოში. 

აპლიკაციის საფუძველზე შერჩეული ახალგაზრდები,  ტრჩინსკოში 10 დღეს გაატარებენ. 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი აქტივობები:

  • ინტეგრაცია და გუნდური მუშაობა;
  • კულტურული საღამოები;
  • UP აქტივობები;
  • 2D ანიმაციის შექმნა.

მონაწილეებს დაუფინანსდებათ მგზავრობის, საცხოვრებელი ფართის და კვების ხარჯები.

გორელი ახალგაზრდები პოლონეთში წასვლას გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს და ორგანიზაცია  “Fundacja Windmill Tree” თანამშრომლობით შეძლებენ. 


მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი