ახალი ამბები

ახალგაზრდების დასაქმების მიზნით, გორში ტრენინგ-კურსი იწყება 

“გორის კეთილდღეობისა და განვითრების ცენტრი” ახალგაზრდების დასაქმების მიზნით ტრენინგ-კურსს იწყებს. 

“პროექტში ჩართვა შეუძლიათ 15-დან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს.პროექტი ხელს უწყობს ახალგაზრდების ინდივიდუალური ინტერესების და შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას, ადგილობრივ შრომის ბაზარზე სამიზნე ჯგუფის ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობის გაზრდას, დასაქმებასა და თვითდასაქმებაში მხარდაჭერას“, – ამბობენ პროექტის ავტორები. 

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდებს, რომლებიც

  • იზრდებიან ალტერნატიული ზრუნვის სისტემაში ან აქვთ ასეთი გამოცდილება;
  • არიან მარტოხელა ან ძალიან ახალგაზრდა მშობლები;
  • აქვთ კანონთან კონფლიქტი;
  • აქვთ ძალადობის გამოცდილება;
  • არიან იძულებით გადაადგილებული პირები;
  • არ არიან დასაქმებულები;
  • აქვთ შეზღუდული შესაძლებლობები;
  • არიან სოციალურად დაუცველი პირები.

პროექტის ჩართვის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ  “კეთილდღეობისა და განვითრების ცენტრში” (მის: გორი, თარხნიშვილის 2 ა)

პროექტი “Vibes for Youth” ხორციელდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის SOS-Kinderdörfer weltweit ფინანსური მხარდაჭერით თბილისში, გორსა და თელავში ,,საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის’’, ,,კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის’’, “საზოგადოება ბილიკისა”და ,,კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის’’ ერთობლივი პარტნიორობით.“


მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი