ახალი ამბები

გორში, “ამერიკის კუთხე” იწყებს ფოტო-კონკურს “გორი ჩემს ობიექტივში”

გორში, “ამერიკის კუთხე” იწყებს ფოტო-კონკურს “გორი ჩემს ობიექტივში” ციფრული გამოფენა გორის საჯარო სკოლაში მოეწყობა და კონკურსში გამარჯვებულთა მიერ გადაღებულ ფოტოებისა და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლისა და ფრინლასერი ფოტოგრაფის, მარიო მონტოიას, ნამუშევრებისგან შედგება.

ღონისძიება აერთიანებს ფოტოგრაფიის კონკურსსა და გამოფენას, სადაც ახალგაზრდები გორიდან თავიანთ მხატვრულ ნიჭს წარმოაჩენენ და მშობლიურ ქალაქს ახალი პერსპექტივიდან დაგვანახებენ. ეს პროექტი ახალგაზრდებს და დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობას მისცემს დაინახონ საქართველო, როგორც ქართველი, ისე ამერიკელი ხალხის თვალით. ეს მათ აზრთა გაცვლის საშუალებას მისცემს და კიდევ უფრო გააძლიერებს კავშირს ორ ერს შორის“, – ვკითხულობთ ფოტო-კონკურსის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

კონკურსში მონაწილეობა 15-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეუძლიათ. საკონკურსო ნამუშევარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: 

  • ყველა ნამუშევარი უნდა ასახავდეს გორელ ხალხს ან ლოკაციებს გორში;
  • დაშვებულია მხოლოდ JPEG ფორმატის ნამუშვრები
  • ფოტოები უნდა იყოს გადაღებული 2023-2024 წლებში.
  • მიიღება ფერადი და შავ-თეთრი ფოტოები
  • დაშვებულია მაქსიმუმ ორი ნამუშევრის გამოგზავნა
  • ფოტოს თან უნდა ახლდეს ავტორის სრული სახელი, ასაკი, ფოტოს სათაური და აღწერა, 2-3 წინადადებით;
  • ნამუშევრები უნდა გაიგზავნოს დანართების სახით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: KetsbaiaM@State.gov სათაურით PHOTO Contest – GORI Through My L

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა 31 იანვარი, 18:00 საათია. კონკურსის საფუძველზე, შეირჩევა 10 გამარჯვებული ფოტო. გამარჯვებულები მიიღებენ სერტიფიკატს და მათი ფოტოების წარდგენა მოხდება ციფრული გამოფენის გახსნის დროს. 


მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

დატოვეთ კომენტარი