მოხალისეობრივი საქმიანობით დაინტერესებული გორელი ახალგაზრდებისთვის 10-თვიანი საერთაშორისო პროექტი იწყება. პროექტის ფარგლებში, მონაწილეები მოხალისეობრივ საქმიანობას პოლონეთის ქალაქ ლუბავკაში განახორციელებენ.
გორის განვითარების საგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პროექტი 2024 წლის იანვრიდან დაიწყება და ათი თვე გაგრძელდება. ორგანიზაციის “Miejsko-Gminny Ośrodek LUBAWKA” მიერ გამოაცხადებული მოხალისეობრივი ESC ვაკანსიის ფარგლებში, ფინანსდება მგზავრობა, საცხოვრებელი, კვება, სახარჯო ფული და დაზღვევა.
მოხალისეობრივი საქმიანობა მოიცავს საერთაშორისო პროექტებზე მუშაობას, პოლონელ და უკრაინელ ბავშვებთან საგანმანათლებლო-სახალისო აქტივობების ჩატარებას და სხვა მრავალფეროვან აქტივობებს.
პროექტში მონაწილოება შეუძლიათ 18 – 30 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას.
“მოხალისე პროექტის ფარგლებში იმოგზაურებს პოლონეთში. გაიუმჯობესებს კომპეტენციებს და ახალგაზრდულ საქმიანობაში გამოიმუშავებს პიროვნულ უნარ-ჩვევებს“, – აცხადებენ გორის განვითარების საგენტოში.
დაინტერესებულმა პირებს მეტი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ტელეფონის ნომერზე: 593 45 14 28
მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.
პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).