ააიპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ ტენდერში გამარჯვებულად გამოაცხადა კომპანია “ჩაველა 087”, რომელიც საჯარო რეესტრის სააგენტოში გასული თვის 11 დეკემბერს დარეგისტრირდა.
ტენდერი, რომელშიც გამარჯვებულად გამოუცდელი კომპანია დასახელდა, სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვისთვის იყო გამოცხადებული. ხელშეკრულება კომპანიასა და სააგენტოს შორის დღეს, 16 იანვარს გაფორმდა. ხელშეკრულებას
სკოლამდელი აღზრდის სააგენტო “ჩაველა 087”-ს 148 400 ლარს გადაურიცხავს. აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობდა მეორე კომპანია – შპს საური, რომელიც თანახმა იყო ხელშეკრულება 131 740 ლარად გაეფორმებინა. ამ შემთხვევაში სააგენტო 16 660 ლარს დაზოგავდა, თუმცა როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, თავად კომპანიამ განაცხადა უარი ხელშეკრულების დადებაზე.
შპს ჩაველა 087-ს მფლობელი და დირექტორი ვალერი ზუბიაშვილია. კომპანიის რეგისტრაციის მისამართი კი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელი კირბალია.