ახალი ამბები

გორში 3 დღეში ძაღლისთვის სროლის 3 შემთხვევა გახმაურდა

გორის მუნიციპალიტეტში ბოლო 3 დღის განმავლობაში ძაღლისთვის სროლის 3 შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი.

ბოლო ამბავი, სოფელ ტყვიავში მოხდა – ცხოველთა უფლებადამცველი და ვეტკლინიკა “მარკოს” ხელმძღვანელი ირმა მთიულიშვილი ამბობს, რომ ძაღლს 7 იანვრის საღამოს ესროლეს, თუმცა ტყვიავის პოლიციას მოქალაქემ აღნიშნულის შესახებ დღეს მიმართა. დაჭრილ ძაღლს ექსპერტიზა ჩაუტარდა.

მეორე შემთხვევა, გორში წმინდაწყლის დასახლებაში მოხდა – დაუდგენელმა პირმა ძაღლი ჯერ სცემა, შემდეგ კი, იარაღიდან ესროლა, რის შედეგადაც ცხოველი ადგილზე დაიღუპა. ორივე შემთხვევაში მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია.

მესამე შემთხვევა კი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში მოხდა. ძაღლის დაჭრისთვის 65 წლამდე ასაკის კაცი დააკავეს, რომელიც სასამართლომ 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.