რუისთან ავარია მოხდა. ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
“მიკროავტობუსის მძღოლი დაიღუპა და 4 ადამიანი დაშავდა“, – უთხრეს “მოზაიკას”
ადგილზე მობილიზებულები არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.
შსს-ის ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.
დატოვეთ კომენტარი