ახალი ამბები

გორის N10 სკოლის მოსწავლეები მიუსაფარ ცხოველებს საძილე ტომრებს შეუკერავენ

​გორის N10 საჯარო სკოლის მოსწავლეები მიუსაფარ ცხოველებს საძილე ტომრებს შეუკერავენ. იდეა სკოლის ეკო კომიტეტს “ეკო თაობას” ეკუთვნის.

ეკო კლუბის წევრები სამკერვალო “სომას” ესტუმრნენ ,სადაც მიიღეს ინფორმაცია ნარჩენების ეფექტურად გამოყენების შესახებ. დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც კლუბის წევრები ტანსაცმლის და ტექსტილის ნარჩენებისგან შეკერავენ საძილე ტომრებს მიუსაფარი ცხოველებისთვის“, – გვითხრა პროექტის კოორდინატორმა, მარიამ გასიტაშვილმა.

ინფორმაციისთვის, გარემოსდაცვითი განათლების ფონდის, FEE პროექტის ფარგლებში, გორის N10 საჯარო სკოლას 2 საკერავი მანქანა გადაეცა. პროექტის მიზანი კი,  მოდის ინდუსტრიის შედეგად გამოწვეული დაბინძურების შემცირება და წრიული ეკონომიკის მიმართულებით სკოლის თემში ცნობიერების ამაღლებაა. 

ჩვენი მიზანია, რომ მეორადი ტანსაცმლისგან ახალი ნივთების დავამზადოთ. სწორედ დავგეგმეთ, რომ მიუსაფარი ცხოველებისთვის შეგვეკერა ლეიბები,. მეორად ტანსაცმელს ვამუშავებთ და მისგან ვკერავთ. თავშესაფრის წარმომადგენლები ძალიან გახარებულები არიან, გვითხრეს, რომ მსგავსი აქტივობა არავის განუხორციელებია მათი თაშესაფრის ცხოველებისთვის“, – აღნიშნავს გასიტაშვილი. 

მისივე თქმით, საძილე ტომრების შეკერვა მოსწავლეებმა უკვე დაიწყეს და პირველ ვიზიტს მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარში 31 დეკემბერს გეგმავენ. 


მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

დატოვეთ კომენტარი