ხაშურში 15 წლის ბავშვმა შვილი გააჩინა.
როგორც “მოზაიკას” წყარო უყვება, არასრულწლოვანი 27 კვირის ორსული იყო, როდესაც ის ხაშურის ერთ-ერთ თავშესაფარში მიიყვანეს.
“გოგონამ ბავშვი გუშინ ხაშურის რეფერალური საავადმყოფოს ექიმების დახმარებით გააჩინა. ბავშვიც და დედაც გუშინვე თბილიში გადაიყვანეს“, – უთხრეს “მოზაიკას”
“მოზაიკას” ინფორმაციით, გოგონა არაოფიციალურად იყო დაოჯახებული. არასრულწლოვანი წარმოშობით კახეთიდან არის.
დატოვეთ კომენტარი