ახალი ამბები

რამდენად კარგად იცნობ ევროკავშირის ისტორიას? – ახალგარდებისთვის ვიქტორინა ეწყობა 

გორში ახალგაზრდებისთვის ვიქტორინა ეწყობა, რომლის თემა ევროკავშირის ისტორია, პოლიტიკა და სამართალი იქნება. 

ვიქტორინის ორგანიზატორი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდული ჰაბია. 

გვსურს, გავიგოთ, რა იციან ახალგაზრდებმა ევროკავშირის შესახებ და ამავდროულად მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია. ვფიქრობთ, რომ ეს ღონისძიება მცირეოდენ წვლილს მაინც შეიტანს იმ მითების მსხვრევაში, რაც ევროკავშირის ირგვლივ, სამწუხაროდ, დღემდე არსებობს“, – გვითხრა ჰაბის ხელმძღვანელმა ხატია ხაბაშვილმა. 

მისი თქმით, ჰაბი ევროკავშირის შესახებ ახალგაზრდებში ინფორმაციის გავრცელებას სხვადასხვა აქტივობებით მუდმივად ცდილობს. 

“გამომდინარე იქიდან, რომ ახალგაზრდებთან მუდმივი კომუნიკაცია მაქვს, ვიცი, რომ მათ ასეთ ღონისძიებებში ჩართულობა ნამდვილად სჭირდებათ, რადგან ბევრ საკითხთან დაკავშირებით არ აქვთ მყარი ცოდნა, რაც მათში დაბნეულობასა და მითებისადმი მოწყვლადობას იწვევს.”

ვიქტორინა ჩატარდება 25 დეკემბერს, 15:00 საათზე, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მასში მონაწილეობას მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები მიიღებენ.

მონაწილეობის მსურველებს ონლაინ რეგისტრაცია 23 დეკემბრამდე შეუძლიათ. 

“ვიქტორინაში გამარჯვებულებს წავახალისებთ სიმბოლური საჩუქრებით. გარდა ამისა, აქტიურ წევრებს საშუალება ექნებათ, გახდნენ ჩვენი ახალგაზრდული ჰაბის წევრები და სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ საგანმანათლებლო შესაძლებლობაზე მიიღონ წვდომა.”


მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

დატოვეთ კომენტარი