“ფინანსურად ამის საშუალება თუ იქნება, ჯილდოებს გავცემ” – განაცხადა ქარელის მერმა.
ზაზა გულიაშვილის თქმით, ბიუჯეტში თანხის დარჩენის შემთხვევაში, სახელფასო დანამატს მერიის და საკრბულოს თანამშრომლები მიიღებენ.
“ბიუჯეტში პრემიებისთვის ამ ეტაპზე ჯერ არაფერია გათვალისწინებული. ვნახოთ, შემოსავლები დამატებითი კუთხით თუ გვექნება, წლის ბოლოს შესაძლებელია თანამშრომლების წახალისება მოხდეს. ჩვენ შარშანაც გავეცით ჯილდოები, მერიის, ა(ა)იპ-ების და საკრებულოს თანამშრომლებზე“, – ამბობს გულიაშვილი.
ინფორმაციისთის, წინასაახალწლოდ ფულადი ჯილდოები ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ გასულ წელსაც გასცა. გარდა ამისა, 2022 წლის მიწურულს, უწყებაში დასაქმებულებს ხელფასები 10%-ით გაეზარდათ.
დატოვეთ კომენტარი