ახალი წლიდან გორის საბავშვო ბაღებში თავისუფალი დასწრების რეჟიმი უქმდება. ამის შესახებ ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ გაავრცელა.
სააგენტოს ცნობით, არასაპატიო გაცდენის შემთხვევაში აღსაზრდელი ჯგუფიდან გაირიცხება.
“1 იანვრიდან გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში უქმდება თავისუფალი დასწრების რეჟიმი. არასაპატიო გაცდენების შემთხვევაში, აღსაზრდელი ამოირიცხება ჯგუფიდან”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში
დატოვეთ კომენტარი