კასპში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” რამდენიმე წევრმა დატოვა. Მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მათ დღეს ბრიფინგი გამართეს, სადაც პარტიიდან წასვლის მიზეზებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
“მივიღეთ მტკივნეული, თუმცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 8 წევრიდან 6 წევრი და რაიონული ორგანიზაციის სრული უმრავლესობა ვტოვებთ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, – განაცხადა გიორგი შარიფაშვილმა.
Როგორც პრიფინგზე თქვეს, მათ არ სურთ თანამშრომლობა პარტიის ახალ მენეჯმენტთან და თავმდჯომარესთან, რომელიც მათივე თქმით, “ენმ-დან გამოცდილ და ღირსეყლ წევრებს უშვებს.
“პარტიის ახალი მენეჯმენტის და თავმჯდომარის მხრიდან ყოველდღიურად ხდება მისი ჟარგონით, რომ ვთქვათ “ მგლის ბილეთების გამოწერა”, რაც გამოიხატება იმაში, რომ პარტიიდან უშვებენ იმ ღვაწლმოსილ და ღირსეულ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის და პრინციპების ფონზე ეს პარტია მოიყვანეს დღევანდელ დღემდე.”
Პარტიის ყოფილი წევრების თქმით, ისინი პოლიტიკურ საქმიანობას ნიკა მელიასთან ერთად გააგრძელებენ.
“ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას დავტოვოთ პარტია, თუმცა გავაგრძდლოთ ბრძოლა ოპოზიციური ფლანგიდან, სადაც ჩვენი პრინციპების, ღირებულებების და შეხედულებების თანხვედრა იქნება ნიკა მელიას პოლიტიკურ შეხედულებებთან ერთად. ჩვენ ოპოზიციურ ფლანგზე ვიბრძოლებთ იქამდე, ვიდრე ქვეყანაში არ დასრულდება რუსი ოლიგარქის ივანიშვილის მმართველობა.”
Პარტიის წევრები კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მანდატების დატოვებას არ აპირებენ.
“ჩვენთვის მანდატები არ მოუცია არც ლრევან ხაბეიშვილს და არც პარტიის მენეჯმენტში მყოფ ადამიანებს, თითოეულ ადამიანს, რომელსაც აქ უყურებთ წლების მანძილზე საკუთარი სიცოცლის ფასად აქვს ეს პარტია მოტანილი და კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ მათი დანიშნულები არ ვართ, ჩვენ ვართ ჩვენი მუნიციპალიტეტის ამომრჩევლების მიერ არჩეულები, შესაბამისად ჩვენ გვაქვს პასუხიამგებლობა გავაგრძელოთ ის პოლიტიკური ოპოზიციური ბრძოლა მათი კეთილდღეობის და ყოველდღიური საცხოვრისის გაუმჯობესებისთვის.”