ახალი ამბები

გორში ახალგაზრდებისთვის ლიტერატურული კონკურსი “ნარატორი” გაიმართება

გორში ახალგაზრდებისთვის ლიტერატურული კონკურსი ‘ნარატორი” გაიმართება. 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ სტუდენტებს და მოსწავლეებს, ვისაც კითხვა უყვარს. კონკურსის მიზანი წიგნების და ლიტერატურის პოპულარიზაცია და ახალგაზრდების წახალისებაა”, – გვითხრა შოთა მარანელმა, პროექტის ორგანიზატორმა. 

ლიტერატურულ კონკურსში, რომელიც 4 ტურისგან შედგება, ერთმანეთს სამი ახალგაზრდისგან შემგარი ორი გუნდი  შეეჯიბრება. 

  • პირველი ტური 10 ზოგადი კითხვის ტურია, სადაც თითო კითხვა 1 ქულიანია.
  • მეორე ტურში გუნდებმა წინასიტყვაობით უნდა გამოიცნონ, თუ რომელ ნაწარმოებებზეა საუბარი. ამ ტურში 5 კითხვა იქნება თითო 2 ქულიანი.
  • მესამე ტური არის ბლიცი, სადაც დაისმება 3 კითხვა ცნობილი ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულ ეკრანიზაციებზე და მათ პოსტერებზე. სამივე კითხვის გამოცნობის შემთხვევაში, გუნდი იღებს 5 ქულას, თუ არა და თითო ქულას.
  • მეოთხე და გადამწყვეტი ტური არის დუელი, სადაც ორ-ორ კითხვას გუნდები ერთმანეთს უსვამენ. ამ ორი კითხვიდან ერთი არის რთული და 2 ქულიანი, ხოლო მეორე – მარტივი და 1 ქულიანი.

“პირველი ტური 10 დეკემბერს გაიმართება გორის მწერალთა სახლში. გამარჯვებულ გუნდს მწერალთა სახლი სპეციალური პრიზით დააჯილდოვებს“, – გვითხრა მარანელმა. 

კონკურსი გორში მწერალთა სახლის და ორგანიზაცია ინოვატორის ინიციატივით იმართება. 

ახალგაზრდებს კონკურსის მონაწილედ დარეგისტრირება 8 დეკემბრის 23:00 საათამდე შეუძლიათ. 


მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

დატოვეთ კომენტარი