ახალი ამბები

ქარელის საბავშვო ბაღის თანამშრომლებს ხელფასი 100 ლარით გაეზრდებათ

2024 წლიდან  ქარელის მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღებში დასაქმებული პირები გაზრდილ ხელფასს მიიღებენ. წინასწარი ინფორმაციით, თითოეული მათგანი 100 ლარით მეტ ანაზღაურებას მიიღებს. 

ქარელის მუნიციპალიტეტის მერის ზაზა გულიაშვილის თქმით, გაზრდილ ხელფასს ყველა თანამშრომელი ახალი წლიდან აიღებს.

“ქარელის მუნიციპალიტეტის საბავშო ბაღის ყველა თანამშრომელს დარაჯიდან დაწყებული დირექტორის ჩათვლით, მომავალი წლიდან ხელფასი 100 ლარით გაეზრდებათ. ასევე მთავრობის განკარგულებით მოხდება 10%-იანი ზრდაც”,– განმარტა  გულიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ქარელის მუნიციპალიტეტში სულ 23 საბავშვო ბაღია.

დატოვეთ კომენტარი