ავტობანზე, გორი – კასპის მონაკვეთზე, რამდენიმე მანქანა დაიმტვრა.
“კასპიდან გორამდე მონაკვეთზე, მინიმუმ 5 მანქანა დაიმტვრა. ერთ-ერთი მიზეზი ეს უამინდობაც არის“, – უთხრეს “მოზაიკას”.
გზის ამ მონაკვეთზე ავარიების ფაქტი შსს-შიც დაგვიდასტურეს.
“მაგ მონაკვეთზ ორი ავარია მოხდა. ორივე შემთხვევაზე ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო”.
შსს-ს ცნობითვე, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, არავინ დაშავებულა.
დატოვეთ კომენტარი