7 შვილის დედა ბინის დაქირავებაში დახმარებას ითხოვს. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშეთში მცხოვრები ნათია ადუაშვილი ამბობს, რომ ამჟამად შვილებს სხვის საკუთრებაში ზრდის.
“ვცხოვრობთ სხვის საკუთრებაში და მიწევს სახელმწიფოს მოთხოვნით, ბავშვები გადავიყვანო ნაქირავებ ბინაში, საცხოვრებლად შეფერის პირობებში, რასაც ვერ გავწვდები, თუნდაც ამ სოციალური დახმარებით. მერიაც არ მიდგება ქირის გადახდაში”.
ნათია შიშობს, რომ შვილებს მინდობით აღზრდაში გადაიყვანენ, თუ დროულად საცხოვრებელი ფართის მოძებნას ვერ შეძლებს.
“დამეხმარეთ, რომ ბავშვები გავიყვანო ქირით, რადგან არ მოახდინოს სოციალურმა სააგენტომ მინდობით აღზრდაში ბავშვების გადაყვანა’.
ნათია დახმარების მსურველებს სთხოვს, რომ თანხა ჩარიცხონ ანგარიშის ნომერზე: GE41BG0000000101195904