ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ქონების მართვის განყოფილების უფროსად იოსებ გოდელაძე დაინიშნა.
“ეკონომიკის სამსახურს ემატება ახალი განყოფილება, ქონების მართვის განყოფილება. შესაბამისად ხდება ერთი კადრის დამატება, რომელიც იქნება განყოფილების უფროსი”, – აღნიშნა ინგა ეკალაძემ, ქარელის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა.
მერიის ცნობით, ახალი განყოფილების უფროსად იოსებ გოდელაძე კონკურსის წესით შეარჩიეს.
ინფორმაციისთვის, გოდელაძე მანამდე ამავე სამსახურში, უფროს სპეციალისტად მუშაობდა.
დატოვეთ კომენტარი