ახალი ამბები

ზემო არცევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია – სუს-ი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ზემო არცევის მიმდებარედ ერთ-ერთი ადგილობრივი გაიტაცეს.

იგი ამ დროისთვის უკვე თავისუფალია და  საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

“მომხდართან დაკავშირებით კომუნიკაცია მიმდინარეობდა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მეშვეობით. ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

დატოვეთ კომენტარი