თამაზ გინტურის დაკრძალვის დღეს, 11 ნოემბერს გორის მერი რუსეთში წავიდა. როგორც “მოზაიკამ” გაარკვია, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ქვეყანა ავტომობილით დატოვა, იქამდე კი სამსახურში ერთ-დღიანი შვებულება აიღო.
“სამსახურში დაბრუნდა 14 ნოემბერს. 13 ნოემბერს შვებულება ჰქონდა“, – უთხრეს “მოზაიკას”.
სოციალურ ქსელში ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მეგობრის ანატოლი ავაზნელის დაბადების დღის ვიდეოები გავრცელდა – 12 ნოემბერს გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ 50 წლის იუბილეს ავაზნელი რუსეთში, მეგობრებთან ერთად აღნიშნავს. სტუმრებს შორის გორელების ყოფნა უკვე დადასტურდა.
სწორედ ანატოლი ავაზნელის დაბადების დღეს ემთხვევა ვლადიმერ ხინჩეგაშვილის საქართველოდან გასვლაც, თუმცა ამ დრომდე, გორის მერი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.
შეგახსენებთ, რომ ოკუპანტების მიერ, ლომისას სალოცავთან მოკლული თამაზ გინტური მშობლიური სოფლის სასაფლაოზე სწორედ 11 ნოემბერს დაკრძალეს.