ახალი ამბები

გიორგი ტერტერაშვილი სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში სტაჟირებას გაივლის 

19 წლის გიორგი ტერტერაშვლი ესპანეთში, სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში სტაჟირებას გაივლის. 

გიორგი “ევროპის უნივერსიტეტის” დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის 20 ქართველ სტუდენტთა შორის მოხვდა. 

სტუდენტები გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სპეციალურად მათთვის შედგენილი პროგრამით “სიმულაციური მედიცინა და სცენარზე დაფუძნებული სწავლება გადაუდებელი მდგომარეობისას“ – გაივლიან სტაჟირებას.

პროგრამის ფარგლებში ისინი შეისწავლიან:
  • გადაუდებელი მდგომარეობების მართვას ჰოსპიტალური და არაჰოსპიტალური პირობების დროს;
  • სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებას გადაუდებელი მდგომარეობის მართვის დროს;
  • სცენარზე დაფუძნებული სიმულაციური ამოცანებით გადაუდებელი მდგომარეობების მართვას.
დატოვეთ კომენტარი