გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ერთ ვაკანტურ პოზიციაზე ღია კონკურსი გამოაცხადა.
უწყება ეძებს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის განყოფილების III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტს.
დასაქმებულს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება, სამუშაო გამოცდილება 2 წელი, ასევე მშენებლობის ან მონიტორინგის მიმართულებით არანაკლებ ორ წლიანი გამოცდილება.
აღნიშნულ პოზიციაზე სახელფასო სარგო 1331 ლარს შეადგენს.
დაინტერესებულმა პირებმა კონკურსში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე www.HR.gov.ge უნდა გაიარონ.
დატოვეთ კომენტარი