რუსების ტყვეობიდან გათავისუფლებული ლევან დოთიაშვილი კირბალში, ლომისის სალოცავთან მომხდარს იხსენებს, როდესაც მისი თანასოფლელი, თამაზ გინტური რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს.
დოთიაშვილი ამბობს, რომ მას ოკუპანტები ცხინვალის იზოლატორში გადაყვანის დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის ასევე იხსენებს, თუ როგორ დაესხნენ თავს შეიარაღებული რუსი ჯარისკაცები, როცა ის და თამაზ გინტური ტერიტორიის დატოვებას მანქანით ცდილობდნენ.
“დამიზნებით გვესროდნენ, ჯერ საბურავები და შემდეგ გამიზნული სროლა… მივდივართ რა, ეტყობა რაციაში დაუძახა, რა მოხდა არ ვიცი, ჩვენ მანქანაში ვისხედით შეიძლება დაგვიძახა რომ არ წახვიდეთო, ყოველ შემთხვევაში არ გაგვიგია, მოგვდევდა სროლა სროლით, ბევრი გაისროლა. მე თვითონ ვნახე ნატყვიარები… ზურგის, ხერხემლის არეში. ერთი თქვა, დამჭრაო და მოგარტყა-მეთქი და ხოო და ვსიო… მერე გადავედი მანქანიდან, გადმოვიყვანე, ამოვიდნენ დანარჩენი რუსი ჯარისკაცები და წამიყვანეს ტყის მიმართულებით. დავინახე ვინც ისროლა, მაგრამ ცნობით ვერ ამოვიცნობ. ვნახე ფოტოები, მაგრამ ვერ ვიცანი… დანარჩენი 7 ამოვიდა 5-6 წუთის შემდეგ, სროლის შემდეგ, თამაზი რომ გადმოვიყვანე და სასწრაფოში რომ დავრეკე და ყველას გავაგებინე იმის მერე მოვიდნენ და წამიყვანეს… პირდაპირ სროლით მოდიოდა ჩვენს უკან ცეცხლსასროლი იარაღი”, – ამბობს დოთიაშვილი.
ამავე თემაზე: თამაზ გინტურს კირბალში 11 ნოემბერს დაკრძალავენ “
ვიცით, ვინც მოკლა” – ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა