ახალი ამბები

“ჯანმრთელი დაუბრუნონ შვილებს” – კირბლიდან გატაცებული ლევან დოთიაშვილის ცოლი

6 ნოემბერს კირბლიდან რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული ლევან დოთიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ამ დრომდე ოჯახს ინფორმაცია არ აქვს. 

დოთიაშვილის მეუღლე ამბობს, რომ არ  იციან სად და რა ვითარებაში იმყოფება ლევანი. 

“არაფერი არ ვიცი, ჯანმრთელობის შესახებ. ყველას ვთხოვ, თუ ვინმეს დახმარება შეუძლია, დამიბრუნონ, მეტს არაფერს არ ვითხოვ. ჯანმრთელი დაუბრუნონ თავის შვილებს, თავის ოჯახს. მეც ყველაფერს ველოდები, რა იქნება. ბაზრიდან ახალი მოსული იყო, დაღლილი, დაქანცული,საშინაო ფორმით არის წასული. ვაშლი უნდა დაედო და ბაღში უნდა წავსულიყავით, არავის გამოუვლია”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას სოფო ანდრიაძემ. 

ინფორმაციისთვის, ლევან დოთიაშვილი 6 ნოემბერს კირბალში, ლომისის ტაძართან თანასოფლელ თამაზ გინტურთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მათ თავს რუსი ოკუპანტები დაესხნენ, თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო დოთიაშვილი გაიტაცეს. 

დატოვეთ კომენტარი