საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კირბლიდან გატაცებულ ლევან დოთიაშვილს ქართულ მხარეს ხუთშაბათს საღამოს გადმოსცემენ.
თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ლევან დოთიაშვილმა და მასთან ერთად მყოფმა პირებმა იცოდნენ, რომ “საზღვარს არღვედნენ და ეს მოკლული თამაზ გინტურის გავლენით გააკეთეს, რომელიც სეპარატისტულ რეჟიმს “სააკაშვილის მხარდამჭერად” და “2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართული შეიარაღებული ფორმირებების შემადგენლობაში სამხედრო ოპერაციების მონაწილედ” ჰყავს მოხსენიებული.
“სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადასვლის მიზეზებთან დაკავშირებით დოტიაშვილმა განაცხადა, რომ მან და მისმა თანამებრძოლებმა იცოდნენ სახელმწიფო საზღვრის შესახებ, მაგრამ განზრახ დაარღვიეს ის ადგილობრივი აქტივისტის, სააკაშვილის მხარდამჭერის, გინტური თამაზის გავლენით. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართული შეიარაღებული ფორმირებების შემადგენლობაში სამხედრო ოპერაციების მონაწილე“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამავე განცხადების მიხედვით, რადგან დოთიაშვილმა “დანაშაული აღიარა” სეპარატისტულმა რეჟიმმა გადაწყვიტა, რომ ის ქართულ მხარეს გადასცეს.