კირბალში რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა, გივი გინტური აცხადებს, რომ მისთვის ცნობილია ვინ მოკლა მისი ძმა.
როგორც გივი გინტური ამბობს, მას აღნიშნული ინფორმაცია სანდო წყარომ მიაწოდა.
“სანდო პიროვნებისგან ვიცით, ვინც მოკლა ჩემი ძმა, გვარებით და სახელებით. რამდენი წლისაა და სად ცხოვრობს, ყველაფერი გადმომიგზავნეს. რუსები არიან, ოსები აქ, ჩვენთან არ დადიან, არიან ხოლმე რუსი ოკუპანტები. სანდო წყაროა ნამდვილად, მთელი მსოფლიო გაიგებს ამას, მესაზღვრეები არიან, ორმა ჩაიდინა ეს დანაშაული”, – განაცხადა გივი გინტურმა.
დატოვეთ კომენტარი