ახალი ამბები

“სოფელში ხალხი დაძაბული და შეშინებულია” – ვითარება კირბალში

“კიდევ რომ შემოვიდნენ, არ დაგვინდობენ”, – ეს ფიქრი აქვთ კირბალში და მის ახლო მდებარე სოფლებში მაცხოვრებლებს. 

ისინი “მოზაიკასთან” საუბარში ამბობენ, რომ ადგილობრივები დაძაბულები და შეშინებულები არიან. 

“რა თქმა უნდა, გვაქვს შიში, განსაკუთრებით მათ, ვინც საოკუპაციო ხაზის ახლომახლო ვცხოვრობთ”, – ამბობენ ისინი.

ადგილობრივების თქმით, ქართული პოლიციის მიერ გამკაცრებულია კონტროლი მეზობლად მდებარე სოფლებშიც. 

“აქ ცხოვრება სტრესი სულ იყო, მაგრამ გუშინდელის მერე, ძალიან დაძაბულები ვართ ყველანი. უსაფრთხოდ არ ვგრძნობთ თავს”, – გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა. 

ინფორმაციისთვის, 6 ნოემბრს სოფელ კირბალთან, რუსმა ოკუპანტემბა გატაცების მცდელობისას ადგილობრივი თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო ლვან დოთიაშვილი გაიტაცეს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები