ახალი ამბები

ქარელის მუნიციპალიტეტში 13 წლის გოგონას მოტაცებისთვის 22 წლის ბიჭი დააკავეს

ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი გოგონას მოტაცებისთვის 22 წლის ქარელელი ბიჭი დააკავეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, 13 წლის გოგონა ბებიასთან იმყოფებოდა სტუმრად.

“შაბათს მოხდა ეს ამბავი. საღამო იყო უკვე. ეს გოგო აქ ბებიასთან იყო სტუმრად და ამ ბიჭმა მოიტაცა”, – უთხრეს “მოზაიკას”.

პოლიციამ ბიჭი დააკავა. შსს-ის ცნობით, გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლით მიმდინარეობს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები