ახალი ამბები

“საკანალიზაო ჭებს თავსახურებს პარავენ” 

საკანალიზაციო ჭებს თავსახურებს პარავენ – გვითხრა წყალმომარაგების კომპანიის შიდა ქართლის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა. 

კოტე თავზარაშვილის თქმით, ჭების გადახურვა მუდმივ პროცესად იქცა, რადგან სახურავების ნაწილი ხან ზიანდება, ხან კი მათ მოქალაქეები იპარავენ. 

“ერთიანი სტატისტიკა არ გვაქვს, სად უფრო ხშირია ასეთი შემთხვევები, თუმცა პრობლემის შესახებ ინფორმაციას ვფლობთ და ვიცით, რომ ხან ტყდება და ხანაც იპარავენ”, – გვითხრა თავზარაშვილმა. 

ერთ-ერთი საკანალიზაციო ჭა, რომელსაც სახურავი აღარ აქვს, ქარელში მგალობლიშვილის ქუჩაზე მდებარეობს. ადგილობრივები მის გადახურვას ითხოვენ. მათი მოთხოვნის საპასუხოდ კი, წყალმომარაგების კომპანიაში გვითხრეს, რომ სახურავების შეძენას უახლოს მომავალში გეგმავენ. 

“მონაცემები გაგზავნილი გვაქვს, უახლოეს პერიოდში შევისყიდით ახალ სახურავებს და პრობლემა მოგვარდება”. 

ჭების გადახურვის საჭიროებაზე პერიოდულად სხვა მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებიც წერენ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი