გორში, რუსთაველის ქუჩის მოსახლეობა კანალიზაციის ძველი სისტემის ახალთან დაერთებას აპროტესტებს.
საქმე ეხება ამავე ქუჩაზე ახლად აშენებული კორპუსის საკანალიზაციო სისტემას, რომელზეც როგორც ირკვევა, უკვე არსებული სახლების გაყვანილობები უნდა დაერთდეს.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ ადგილობრივები და ამბობენ, რომ ძველი გაყვანილობის დატოვების შემთხვევაში მათ პრობლემები შეექმნებათ.
“ეს ძველი გაყვანილობაა, ახლის დაერთებას ვერ გაუძლებს, აღარ იქნება გამტარი და დაგვიჭაობდება სახლები. მოვითხოვთ, რომ შეიცვლოს ეს ძველი კანალიზაცია. ან ნუ დაერთდება ამ კორპუსების გაყვანოლობები ჩვენსაზე”, – ამობენ ადგილობრივები.
დატოვეთ კომენტარი