ახალი ამბები

“ქარელობაზე” ჯგუფი “REGGAEON” იმღერებს

სახალხო დღესასწაული “ქარელობა” 28 ოქტომბერს გაიმართება.

ქარელის მერიის ინფორმაციით, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ღონისძიებები 14:00 საათიდან დაიწყება. 

“გაიმართება კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით, მხიარული სტარტები და ბავშვებისათვის იფუნქციონირებს ატრაქციონები და მოეწყობა სხვადასხვა გასართობი სივრცე”, – წერს ქარელის მერია. 

უწყების ცნობით, დღესასწაული გალა კონცერტით დასრულდება, რომელსაც ჯგუფი „REGGAEON“ გამართავს..

ღონისძიებებისთვის ქარელის ბიუჯეტიდან 31 100 ლარი დაიხარჯება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები