გორის მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრებს საფასურის გადახდა საქართველოს ბანკის ბარათებითაც შეეძლებათ, – ინფომაციას ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.
ამ დრომე, მგზავრობის საფასურის გადახდა მხოლოდ სამგზავრო ბარათითა და თიბისი ბანკის პლასტიკური ბარათებით შეიძლებოდა.
“იმგზავრე და გადაიხადე, გორის სატრანსპორტო ბარათით, “თიბისი ბანკის” პლასტიკური ბარათებით “საქართველოს ბანკის” პლასტიკური ბარათებით (გარდა “AMEX” ბარათისა)”, – ნათქვამია ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დატოვეთ კომენტარი